გაუჩინარების აქტი

ალფრედ ბესთერი

ეს ომი არ ყოფილა უკანასკნელი. არც ის ომი ყოფილა, ყველა სხვა ომს რომ დაასრულებს. ეს იყო ომი ამერიკული ოცნებისთვის. ასე დაარქვეს. ეს სახელი გენერალ ქარფენთერს მოაფიქრდა და მას შემდეგ დაუსრულებლად იმეორებდა.

არსებობენ საბრძოლო გენერლები (ჯარი მათ გარეშე ვერ იარსებებს), პოლიტიკოსი გენერლები (მართვა მათ გარეშე შეუძლებელია) და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერლები (მათ გარეშე ომს ვერ წარმართავ). გენერალი ქარფენთერი საზოგადოებასთან ურთიერთობის დიდოსტატი იყო. გულწრფელი და გულმხურვალე. მისი იდეალები კი – ისეთივე აღმატებული და მარტივი, როგორც დევიზი ფულის ბანკნოტზე. ამერიკელთათვის გენერალი ქარფენთერი იყო ჯარიც, მმართველობაც, ერის ფარიც, ხმალიც, აბჯარიც და მტკიცე მარჯვენაც. ამერიკული ოცნება იყო მისი იდეალი.

– ჩვენ არ ვიბრძვით ფულისთვის, არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის ან – მსოფლიო ბატონობისთვის, – განაცხადა გენერალმა ქარფენთერმა პრესის წარმომადგენლებთან საზეიმო ვახშამზე.

– ჩვენ მხოლოდ ამერიკული ოცნებისთვის ვიბრძვით, – თქვა მან 162-ე მოწვევის კონგრესის სესიაზე.

Continue reading “გაუჩინარების აქტი”

ხალხი, ვინც მოკლა მუჰამედი

ალფრედ ბესთერი

იყო ადამიანი, რომელიც ისტორიის ჩარხს უკუღმა ატრიალებდა. ამხობდა იმპერიებსა და ამთავრებდა დინასტიებს. მისი ნება რომ ყოფილიყო, მაუნთ ვერნონი[1] არ იქნებოდა ეროვნული სალოცავი, ოჰაიოს შტატის ქალაქს კი ქალამბუსის ნაცვლად ქებოთს დავარქმევდით, ფრანგები შეაჩვენებდნენ მარი კიურის და კეთილმორწმუნე მუსლიმები აღარ დაიფიცებდნენ წინასწარმეტყველის წვერს.

ეს ყველაფერი არ მოხდა, რაკი ის ადამიანი მხოლოდ შეშლილი პროფესორი იყო. სხვაგვარად რომ გითხრათ, ისტორიის ჩარხი კი დაატრიალა უკუღმა, მაგრამ – მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

„შეშლილი პროფესორის“[2] ამბავი ჩემმა მკითხველმა კარგად იცის – ჯუჯა კაცი ზეწარივით გადაშლილი შუბლით ლაბორატორიაში რომ დაბაჯბაჯებს და მონსტრებს ქმნის. მონსტრების შექმნა სარისკო საქმეა – ყოველთვის ბრუნდებიან შემქმნელთან და საფრთხეს უქმნიან მის ოჯახს. მაგრამ მათზე არ ვსაუბრობ. ჩემი ამბავი ჰენრი ჰასელზეა, ჭეშმარიტ შეშლილ პროფესორზე, ისეთზე, როგორებიც იყვნენ ლუდვიგ ბოლცმანი, ჟაკ შრლი და ანდრე მარი ამპერი[3].

Continue reading “ხალხი, ვინც მოკლა მუჰამედი”

კერკეტი კაკალი

ალფრედ ბესთერი

Alfred Bester The Die-Hard

ძველად, – თქვა ბერიკაცმა, – იყო შეერთებული შტატები და რუსეთი და ინგლისი და რუსეთი და ესპანეთი და ინგლისი და შეერთებული შტატები. ქვეყნები იყო. იყო სახელმწიფოები. ერები იყვნენ. მსოფლიოს ხალხები.

– დღესაც არიან მსოფლიოს ხალხები, ბერიკაცო.

– შენ ვინ ხარ? – ჰკითხა ანაზდად ბერიკაცმა.

– მე ვარ თომა.

– თომა?

– არა, ბერიკაცო, თომა.

– აბა მე რა ვთქვი? თომა.

– თქვენ არასწორად გამოთქვით, ბერიკაცო – სხვა თომას სახელი თქვით.

– თქვენ ყველანი თომა ხართ, – თქვა ბერიკაცმა კუშტად, – ყველანი თომა ხართ, ან დიქი ხართ, ან ჰარი.

მზის გულზე იჯდა და კანკალებდა – სძულდა საამო იერის ეს ახალგაზრდა კაცი. Continue reading “კერკეტი კაკალი”

ვარსკვლავი ბრწყინავს, კრთის სასიამო

ალფრედ ბესთერი

საჭესთან ოცდათვრამეტი წლის მამაკაცი იჯდა. იყო მაღალი, მილეული და უღონო. დამძიმებულს განათლებითა და იუმორის გრძნობთ, ნაადრევად შევერცხლილი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. მიზანი დაესახა და კვალს ადგა მისამართების დავთრით აღჭურვილი. ის განწირული იყო.

ავტომობილი ფოუსთ ავენიუს აყვა და მე-17 ნომერი შენობის წინ გაჩერდა. მძღოლმა დავთარს ჩახედა. გადმოვიდა მანქანიდან და სადარბაზოს კარი შეაღო. საფოსტო ყუთებს შეავლო თვალი, კიბეები აირბინა და 2-F ბინის ზარი დარეკა. სანამ გამოეპასუხებოდა ვინმე, მოასწრო და პატარა, შავი რვეული და იშვიათი ვერცხლისფერი ფანქარი მოიმარჯვა. ოთხი ფერის გულით.

Continue reading “ვარსკვლავი ბრწყინავს, კრთის სასიამო”

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე